1. სახელმწიფო პროგრამის დებულებათა განახლებისა და სრულყოფის მიზნით მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის საფრთხის დონის შეფასება.
2. სახელმწიფო პროგრამა, აეროპორტების, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, საჰაერო მოძრაობის მომსახურე და სამოქალაქო ავიაციის დარგში ფუნქციონირებადი სხვა ორგანიზაციების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამები პერიოდულად საჭიროებს გადასინჯვას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
3. საჰაერო ხომალდისა და აეროპორტის ექსპლუატაციის პირობები/პროცედურები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, შეიძლება შეიცვალოს ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ანალიზის შედეგად.
4. საფრთხის შესახებ ინფორმაციის დროული, სისტემატური განზოგადება და ამ ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება არის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამ(ებ)ის ეფექტიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობა.
5. საქართველო, მისი ტერიტორიის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის საფრთხის ხასიათიდან გამომდინარე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების გათვალისწინებით, კორექტირებას უკეთებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამის დებულებებს