1. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კრიზისული-ექსტრემალური სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.
2. აეროპორტის ტერიტორიაზე ან ჰაერში მყოფი საჰაერო ხომალდის მიმართ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, ადმინისტრაციას მოქმედებაში მოჰყავს აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრი და იღებს შემდგომ ზომებს აეროპორტში გაუთვალისწინებელ ვითარებაში სამოქმედო გეგმის შესაბამისად. საავარიო-ოპერატიული ცენტრის ამოქმედებაში ჩაბმული ყველა დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს კავშირგაბმულობის საშუალებების შემოწმება, მომსახურება და სამუშაო მდგომარეობის შენარჩუნება