1. სამოქალაქო ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შესახებ მუქარის შეფასებას, შემდგომი სათანადო ზომების განსაზღვრის მიზნით, ახორციელებს აეროპორტის საავარიო-ოპერატიული ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომზადება.
2. მუქარის შეფასების შედეგები ეცნობა სააგენტოს და დაინტერესებულ ავიასაწარმოებს, საჭიროების შემთხვევაში – მართლსაწინააღმდეგო ქმედების საპასუხო მოქმედებებში ჩართულ უწყებებს, ოპერატიული შტაბის შეკრების მიზნით.
3. წერილობით, ტელეფონით და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღებული ნებისმიერი მუქარა განიხილება, როგორც რეალური, ვიდრე არ მოხდება მისი შეფასება დადგენილი წესით.
4. მუქარის მიღებისას განსახორციელებელი მოქმედებები ასახული უნდა იყოს ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების პროგრამაშ