1. სახელმწიფო პროგრამის დებულებათა განახლებისა და სრულყოფის მიზნით, მუდმივად უნდა ხორციელდებოდეს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რისკის შეფასება.
2. სახელმწიფო პროგრამა, აეროპორტების, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტების, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს და სამოქალაქო ავიაციის დარგში ფუნქციონირებადი სხვა ორგანიზაციების საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამები პერიოდულად საჭიროებს გადასინჯვას და შესაბამისი ცვლილებების შეტანას.
3. განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზის საფუძველზე, თუ გამოვლინდა რომ კონკრეტული საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ზომა/პროცედურა ვერ უზრუნველყოფს სამოქალაქო ავიაციის შესაბამის დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პრევენციული ღონისძიების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, უნდა მოხდეს მისი დროულად ჩანაცვლება სხვა უფრო ეფექტური ზომით/პროცედურით.
4. საფრთხის შესახებ ინფორმაციის დროული, სისტემატური განზოგადება, სააგენტოსთვის მიწოდება და ამ ინფორმაციის საფუძველზე რისკის შეფასება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამ(ებ)ის ეფექტიანობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.
5. შესაბამისი უწყებები, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფრთხის ხასიათიდან გამომდინარე, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების გათვალისწინებით, რისკის შეფასების საფუძველზე ახორციელებენ სახელმწიფო პროგრამის შესაბამისი დებულებების კორექტირება