1. მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების შემდეგ ან მისი განხორციელების საფრთხის შემთხვევაში, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებებისა და პროცედურების ეფექტიანობის განსაზღვრისა და შესაბამისი კორექტივების შეტანის მიზნით, სააგენტო ორგანიზებას უწევს მართლსაწინააღმდეგო ქმედების მოკვლევას და განხილვას. აღნიშნულ პროცესში შეიძლება ჩაერთონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ექსპერტები.
2. განხილვაში მონაწილე ყველა პირი ვალდებულია აცნობოს სააგენტოს თავისი როლის, წამოჭრილი პრობლემებისა და მიღწეული შედეგების, სხვა მონაწილეებთან ურთიერთმოქმედების, თანამშრომლობის ეფექტიანობის შესახებ და გამოთქვას მოსაზრება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობის თაობაზე.
3. განხილვისა და ანალიზის შედეგები სააგენტოს რეკომენდაციებთან ერთად უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს უშიშროების საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების და გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით.
4. ანალიზის შემდეგ სააგენტო ატარებს საერთო განხილვას აეროდრომის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის/ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი პირების, საავიაციო უშიშროების აეროპორტის კომიტეტის წევრების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობი