1. მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების მიერ მოთხოვნილ და მათთვის განკუთვნილ ინფორმაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის მიერ დამუშავების და შეთანხმების შემდეგ, საამისოდ უფლებამოსილი პირი გადასცემს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს, რათა გამოირიცხოს ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას.
2. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებისათვის გამოიყოფა სპეციალური ადგილი აეროპორტის კონტროლირებადი ზონის ფარგლებს გარეთ და მათი დაშვება შემთხვევის ადგილზე ხორციელდება ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელის ნებართვით