1. საავიაციო უშიშროების მიზნებისათვის ადმინისტრაცია მოიპოვებს და ავრცელებს ინფორმაციას უკანონოდ ხელში ჩაგდებული/გატაცებული საჰაერო ხომალდის შესახებ. აღნიშნულის მიზანია ინფორმაციის მიწოდება იმ სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც გარკვეული ინტერესები აქვთ ამ რეისთან და მგზავრების, ეკიპაჟის და ახლოს მყოფი საჰაერო ხომალდების უშიშროების უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებებისათვის დროული და სწორი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა. ამ მიზნით:
ა) საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახური წარუდგენს ადმინისტრაციას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საჰაერო ხომალდის შესახებ და ცდილობს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ეკიპაჟის წევრებისაგან რადიოკავშირის საშუალებით;
ბ) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი აწვდის ადმინისტრაციას მის ხელთ არსებულ ინფორმაციას იმ რეისის შესახებ, რომელიც არ არის ფრენის გეგმაში;
გ) საავიაციო უშიშროების სამსახური ახორციელებს ინფორმაციის შეკრებას, სისტემატიზაციას და ანალიზს, ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს, საჰაერო ხომალდის მეთაურის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას და დაუყოვნებლივ გადასცემს ინფორმაციას როგორც დაინტერესებულ სამსახურებს, ისე, საჭიროების შემთხვევაში, საჰაერო ხომალდის მეთაურს. აღნიშნულ ინფორმაციასთან ერთად ადმინისტრაციაში იგზავნება ცნობები განხორციელებული მოქმედებების შესახებ