1. ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა უნდა შეიცავდეს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომებისთვის გამოსაყენებელი მოწყობილობების სახეობების, რაოდენობის და ადგილმდებარეობის დეტალურ აღწერილობას.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შესყიდვა ხორციელდება ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ასეთ მოწყობილობებს განეკუთვნება:
ა) მგზავრებისა და ხელბარგის შესამოწმებელი სტაციონარული/პორტატული მოწყობილობა;
ბ) ბარგის შესამოწმებელი სტაციონარული/პორტატული მოწყობილობა;
გ) საავიაციო ტვირთების შესამოწმებელი სტაციონარული/პორტატული მოწყობილობა;
დ) აეროპორტების საავიაციო უშიშროების სამსახურების სატრანსპორტო საშუალებები;
ე) საავიაციო უშიშროების სამსახურის კავშირის საშუალებები;
ვ) ფეთქებადი მოწყობილობების გამოკვლევისა და გაუვნებელყოფის საშუალებები;
ზ) მეთვალყურეობის საინჟინრო-ტექნიკური საშუალებების სისტემა (ვიდეოკონტროლის ჩაკეტილი სისტემა).
3. ამ მუხლით განსაზღვრული მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
4. ამ მუხლით განსაზღვრული მოწყობილობების სიგნალიზაციის ამოქმედების (მოწყობილობის სიგნალიზაციის ამოქმედების მომენტი) მახასიათებლების დაყენებას ახორციელებს ადმინისტრაცია, ჩიკაგოს კონვენციის შესაბამისად დამტკიცებული, საავიაციო უშიშროებაზე გამოვლენას დაქვემდებარებული ნივთების იმიტირებული ნიმუშების გამოყენებით ადგილზე ცდების ჩატარების საფუძველზე
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 31. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შესყიდვები
თავი VII — საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 25. მგზავრების, ავიაპერსონალის და სხვა ფიზიკური პირების შემოწმება
- მუხლი 26. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
- მუხლი 27. იარაღის (საბრძოლო მასალის) შეტანის უფლება
- მუხლი 28. იძულებით გადასაყვანი პირების ბადრაგირება
- მუხლი 29. დაცვის თანამშრომლები ბორტზე
- მუხლი 30. საავიაციო ტვირთის, ფოსტის, კურიერული და სასწრაფო გზავნილის შემოწმება
- მუხლი 32. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება
- მუხლი 33. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი
- მუხლი 34. საერთო დებულებები
- მუხლი 35. ინფორმაციის მოპოვება და გადაცემა
- მუხლი 36. პირველდაწყებითი მოქმედებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 31, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-31/