1. საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღის, ფეთქებადი ნივთიერებებისა და მართლსაწინააღმდეგო ქმედობის განსახორციელებლად გამოსაყენებელი სხვა სახიფათო ნივთების და მოწყობილობების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენების ყველა მგზავრი, მათი ხელბარგი, ბარგი და ტვირთი სტერილურ ან შეზღუდული დაშვების ზონებში მოხვედრამდე შემოწმდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით.
2. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟი, აეროპორტის პერსონალი და მგზავრის სტატუსის არმქონე სხვა პირები, რომლებიც შემოწმების პუნქტის გავლით შედიან სტერილურ ზონაში, შემოწმდებიან საავიაციო უშიშროებაზე საერთო წესით და მათი თანმქონი ნივთები მოწმდება ისევე, როგორც მგზავრის ხელბარგი.
3. თუ მგზავრი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, ავიაგადამზიდველს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს გააუქმოს მასთან დადებული გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება.
4. იმ პირთა შესახებ, რომლებსაც უარი ეთქვათ საჰაერო ხომალდის ბორტზე დაშვებაზე მათ მიერ შემოწმებაზე უარის თქმის ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სხვა მიზეზის გამო, უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
5. მგზავრის ხელით შემოწმება (პირადი ჩხრეკა) დასაშვებია მხოლოდ მგზავრის თანხმობით.
6. მგზავრები, რომლებსაც აქვთ დიპლომატიური იმუნიტეტი, საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად შემოწმებას გადიან „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციის და აეროპორტის უშიშროების პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
7. შემოწმებას არ ექვემდებარებიან საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი უცხო სახელმწიფოების მაღალი რანგის თანამდებობის პირები.
8. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით შემოწმებას ახორციელებს აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური ან ავიასაწარმოს (ავიაგადამ-ზიდველი, სატვირთო ტერმინალი, საბორტო კვების უზრუნველმყოფი სამსახური) საავიაციო უშიშროების სამსახური აეროპორტთან შეთანხმების საფუძველზე.
9. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით აეროპორტში საჰაერო ხომალდის, მგზავრის, მისი ხელბარგის, ბარგის, ავიაპერსონალის, ბორტკვებისა და თანმდევი საშუალებების, ბორტმარაგის შემოწმება ხდება გაფრენისწინა შემოწმების წესით, რომელსაც ამტკიცებს ადმინისტრაცია
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 25. მგზავრების, ავიაპერსონალის და სხვა ფიზიკური პირების შემოწმება
თავი VI — საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ავიაპერსონალის, მგზავრების, სხვა პირებისა და საგნების კონტროლი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები
- მუხლი 20. დაცული ზონების დაცვის მეთოდები
- მუხლი 21. დაშვების კონტროლი
- მუხლი 22. საჰაერო ხომალდების დაცვის ღონისძიებები
- მუხლი 23. სააერონავიგაციო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები და საშუალებები
- მუხლი 24. საერთო დანიშნულების ავიაცია
- მუხლი 26. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
- მუხლი 27. იარაღის (საბრძოლო მასალის) შეტანის უფლება
- მუხლი 28. იძულებით გადასაყვანი პირების ბადრაგირება
- მუხლი 29. დაცვის თანამშრომლები ბორტზე
- მუხლი 30. საავიაციო ტვირთის, ფოსტის, კურიერული და სასწრაფო გზავნილის შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 25, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-25/