1. გაფრენისწინა შემოწმების დროს იარაღის (საბრძოლო მასალის) წარმოდგენისას (აღმოჩენისას) საავიაციო უშიშროების სამსახური აცნობებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომელი მგზავრს უმოწმებს იარაღის (საბრძოლო მასალის) შენახვისა და ტარების ნებართვას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე იარაღის (საბრძოლო მასალის) შემოტანისა და საქართველოდან გატანის უფლების დამადასტურებელ საბუთებს, ამასთანავე, ახორციელებს იარაღის (საბრძოლო მასალის) სპეციალურ დათვალიერებას, რაც აღინიშნება საჰაერო ხომალდის ფრენის პერიოდში იარაღის (საბრძოლო მასალის) მიღების აქტში. იარაღი უნდა იყოს განმუხტული და განცალკევებული ვაზნებისაგან.
3. საჰაერო ხომალდის ბორტზე იარაღი (საბრძოლო მასალა) შეიძლება ჰქონდეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა სამართალდაცვის ორგანოების თანამშრომლებს, რომლებიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, აქვთ შესაბამისი სამივლინებო მიწერილობა და აცილებენ ბადრაგირებულ პირებს.
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან სხვა სამართალდაცვის ორგანოები ვალდებული არიან შეატყობინონ აეროპორტის ადმინისტრაციას მათი უწყების შეიარაღებული თანამშრომლის დაგეგმილი გაფრენის შესახებ გაფრენამდე 24 საათით ადრე ან, გამონაკლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ. შეტყობინებაში უნდა აისახოს თითოეული შეიარაღებული პირის ვინაობა, ფრენის მარშრუტი და იარაღის აღწერილობა.
5. შეიარაღებული მგზავრის გადაყვანისას აეროპორტი (ექსპლუატანტი) ვალდებულია:
ა) შეიარაღებული მგზავრის რეგისტრაციისას შეამოწმოს მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, იარაღის ტარების ნებართვა და ოფიციალური მიწერილობა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესახებ;
ბ) აცნობოს საჰაერო ხომალდის მეთაურს შეიარაღებული პირის, საჰაერო ხომალდში მისი ადგილისა და სტატუსის შესახებ;
გ) ფრენის დროს არ გასცენ შეიარაღებულ პირებზე სპირტიანი სასმელი;
დ) შეატყობინოს საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფ შეიარაღებულ პირებს ბორტზე მყოფი სხვა შეიარაღებული პირების შესახებ.
6. ბარგის გამცილებელი თანამშრომლები, სამხედრო ყარაულის და სამხედრო ჯგუფის პირადი შემადგენლობა გაფრენისწინა შემოწმებისას ვალდებული არიან ფრენის პერიოდში დროებით შესანახად ჩააბარონ იარაღი, საბრძოლო მასალა, ვაზნები და სპეციალური საშუალებები.
7. ბარგის გამცილებელი თანამშრომლები გადიან შემოწმებას საერთო წესით.
8. ბარგი და მისი გამცილებელი პირების ბარგი არ უნდა შეიცავდეს საჰაერო ხომალდით გადასატანად აკრძალულ საგნებსა და ნივთიერებებს
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 27. იარაღის (საბრძოლო მასალის) შეტანის უფლება
თავი VI — საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ავიაპერსონალის, მგზავრების, სხვა პირებისა და საგნების კონტროლი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. დაშვების კონტროლი
- მუხლი 22. საჰაერო ხომალდების დაცვის ღონისძიებები
- მუხლი 23. სააერონავიგაციო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები და საშუალებები
- მუხლი 24. საერთო დანიშნულების ავიაცია
- მუხლი 25. მგზავრების, ავიაპერსონალის და სხვა ფიზიკური პირების შემოწმება
- მუხლი 26. ტრანზიტული და ტრანსფერული მგზავრების შემოწმება
- მუხლი 28. იძულებით გადასაყვანი პირების ბადრაგირება
- მუხლი 29. დაცვის თანამშრომლები ბორტზე
- მუხლი 30. საავიაციო ტვირთის, ფოსტის, კურიერული და სასწრაფო გზავნილის შემოწმება
- მუხლი 31. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების შესყიდვები
- მუხლი 32. საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფი მოწყობილობების ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 27, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-27/