1. სახელმწიფო პროგრამის მიზნებისათვის საერთო დანიშნულების ავიაცია მოიცავს საჰაერო ხომალდებს, რომლებიც არ გამოიყენება კომერციული გადაყვანა-გადაზიდვებისათვის.
2. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით საერთო დანიშნულების ავიაციის საქმიანობისათვის გათვალისწინებულ ზონასა და აეროვაგზლის ძირითად ზონას შორის პირების და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მინიმუმამდე უნდა შემცირდეს.
3. საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატანტი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებამდე ვალდებულია წარადგინოს ადმინისტრაციაში შესათანხმებლად:
ა) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა;
ბ) პერსონალისთვის საავიაციო უშიშროების კუთხით სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტები.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის მოთხოვნებს ადგენს ადმინისტრაცია.
5. საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატანტი ვალდებულია საავიაციო უშიშროების დაცვის მიზნით უზრუნველყოს პერსონალის მომზადება.
6. საერთო დანიშნულების ავიაციაში მართლსაწინააღმდეგო ქმედობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატანტი უზრუნველყოფს:
ა) ბაზირების აეროპორტებში სასაშვო და შიდა ობიექტური რეჟიმის დაცვას;
ბ) საჰაერო ხომალდებისა და საკუთარი ობიექტების და საშუალებების დაცვის ორგანიზებას;
გ) საჰაერო ხომალდების გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობებით აღჭურვას;
დ) საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების აღჭურვას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ინსტუქციული დოკუმენტებით;
ე) მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის, ბარგის, ხელბარგის, ტვირთების, ფოსტისა და ბორტმარაგის შემოწმებას;
ვ) საჰაერო ხომალდების გაფრენისწინა შემოწმებას;
ზ) მართლსაწინააღმდეგო ქმედობასთან დაკავშირებული საგანგებო სიტუაციების დარეგულირებისათვის საჭირო ზომების ორგანიზებასა და განხორციელებას.
7. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების აეროპორტში ბაზირებისას საავიაციო უშიშროების ზომებს ახორციელებს საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური ან ხელშეკრულების საფუძველზე – აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური.
8. თუ საერთო დანიშნულების ავიაციის ექსპლუატანტის საჰაერო ხომალდი ბაზირდება აეროპორტის ფარგლებს გარეთ, უშიშროების ზომებს ახორციელებს საჰაერო ხომალდის მეთაური ან ეკიპაჟის წევრი, ამასთან, ექსპლუატანტი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) სამუხრუჭე და გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობების დაყენება;
ბ) საჰაერო ხომალდების კარების, ლუქების, საწვავგასამართი ხვრელების დაკეტვა და დაბლოკვა (დალუქვა);
გ) საჰაერო ხომალდების სიახლოვიდან ტრაპებისა და კიბეების, ამწევი და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მოცილება;
დ) საჰაერო ხომალდთან დაშვების მუდმივი კონტროლი.
9. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების სადგომები სათანადოდ უნდა იყოს დაცილებული იმ საჰაერო ხომალდების სადგომებიდან, რომლებიც ასრულებენ კომერციულ გადაყვანა-გადაზიდვებს.
10. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების ბაზირების აეროპორტებში უნდა გამოირიცხოს საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟისა და მგზავრების კომერციული დანიშნულების საჰაერო ხომალდების ეკიპაჟებთან და მგზავრებთან შერევა, ამასთან, მათი შემოწმება უნდა განხორციელდეს განცალკევებით.
11. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდების ეკიპაჟის წევრების და მგზავრების მიყვანა საჰაერო ხომალდის ბორტზე უნდა განხორციელდეს აეროპორტის საავიაციო უშიშროების თანამშრომლების თანხლებით.
12. ფრენის შესრულებისას ისეთი ობიექტიდან, სადაც არ არის საავიაციო უშიშროების სამსახური, საჰაერო ხომალდის, ეკიპაჟის, მგზავრების, ხელბარგის, ბარგის, ტვირთის, ფოსტისა და ბორტმარაგის შემოწმებას ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახური.
13. ფრენის შესრულებისას ისეთი ობიექტიდან, სადაც არ არის არც აეროპორტის/აეროდრომის და არც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის საავიაციო უშიშროების სამსახურები, შემოწმებას ახორციელებს საჰაერო ხომალდის მეთაური ან ეკიპაჟის რომელიმე წევრი.
14. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის მეთაური ვალდებულია გაიაროს სპეციალური მომზადება საავიაციო უშიშროების კუთხით.
15. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის მეთაურს უფლება აქვს უშიშროების უზრუნველსაყოფად თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს განკარგულებები საჰაერო ხომალდის ბორტზე მყოფი ყველა პირის მიმართ, ამასთან, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ ემორჩილებიან მის განკარგულებებს და თავიანთი მოქმედებებით საფრთხეს უქმნიან მგზავრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის და ფრენის უშიშროებას. საჰაერო ხომალდის მეთაურს უფლება აქვს უახლოეს აეროპორტში/აეროდრომზე დაფრენისთანავე ჩამოსვას ასეთი პირები და გადასცეს შესაბამის ორგანოებს.
16. ფრენისას მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ჩადენის დროს, საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის მეთაური და ეკიპაჟის წევრები ვალდებული არიან გადასცენ უბედურების სიგნალი, ინფორმაცია მართლსაწინააღმდეგო ქმედობის შესახებ, მოსახმობი ნიშნები, ადგილსამყოფელი (კოორდინატები), სიმაღლე, ფრენის კურსი, მონაცემები დარჩენილი საწვავის შესახებ და იმოქმედონ საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად.
17. საერთო დანიშნულების ავიაციის საჰაერო ხომალდის მეთაური ან ექსპლუატანტის ხელმძღვანელი წარადგენენ ანგარიშს ადმინისტრაციაში.
თავი VI
საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით ავიაპერსონალის, მგზავრების, სხვა პირებისა და საგნების კონტროლ