1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები დაცულია არასანქცირებული შეღწევისაგან როგორც ფიზიკური საშუალებების, ისე საავიაციო უშიშროების სამსახურის პერსონალის გამოყენებით.
2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონა არაკონტროლირებადი დაშვების ზონებიდან გამოიყოფა შესაბამისი დამცავი ზღუდით, რომელიც მუდმივად კონტროლდება.
3. აეროპორტის კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში ან აეროპორტის ფარგლებს გარეთ მდებარე ობიექტების შესაბამის ზონებში დაშვება კონტროლდება საშვთა სისტემის გამოყენებით.
4. აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამსახური უზრუნველყოფს კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონის საშვთა სისტემის მართვასა და კონტროლს.
5. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონა შეიძლება განისაზღვროს ბუნებრივი საზღვრით, ცალკე მდგომი ზღუდით ან კედლით, შენობების გარე კედლით ან მისი გამყოფი ტიხრით, რაც ქმნის დაცულ ზონაში შეღწევის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ ბარიერებს.
6. დაცვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა: ზონის პერიმეტრზე დამცავი სიგნალიზაციის, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემის, დამცავი განათების დამონტაჟება, აგრეთვე საავიაციო უშიშროების სამსახურის თანამშრომლების პატრულირება
,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ · რედაქცია 30.05.2008
მუხლი 20. დაცული ზონების დაცვის მეთოდები
თავი V — აეროპორტებისა და აერონავიგაციის საშუალებებისა და სამსახურების, საჰაერო ხომალდების დაცვა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის აეროპორტის კომიტეტი
- მუხლი 15. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან კავშირი
- მუხლი 16. სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობა
- მუხლი 17. ICAO -სთან კავშირი
- მუხლი 18. აეროპორტების დაცვა
- მუხლი 19. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები
- მუხლი 21. დაშვების კონტროლი
- მუხლი 22. საჰაერო ხომალდების დაცვის ღონისძიებები
- მუხლი 23. სააერონავიგაციო და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები და საშუალებები
- მუხლი 24. საერთო დანიშნულების ავიაცია
- მუხლი 25. მგზავრების, ავიაპერსონალის და სხვა ფიზიკური პირების შემოწმება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ““, მუხლი 20, №283, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 310.050.010.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103114/muxli-20/