1. საჰაერო ხომალდის უშიშროებას უზრუნველყოფს ამ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი (ავიაგადამზიდველი).
2. აეროპორტებში საჰაერო ხომალდების დაცვის ინსტრუქციას ადგენს ადმინისტრაცია.
3. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ შესაძლებელია მოხდეს საჰაერო ხომალდზე თავდასხმა, მიწაზე:
ა) დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ადმინისტრაციას, აეროპორტის ხელმძღვანელობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს;
ბ) მიღებულ უნდა იქნეს სათანადო დამატებითი ზომები საჰაერო ხომალდის დასაცავად, თანახმად აეროპორტში შექმნილი განსაკუთრებულ პირობებში მოქმედების გეგმისა