1. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონა არის აეროპორტის ტერიტორიის ნაწილი, რომელში დაშვებაც კონტროლდება სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, მათ შორის, მგზავრთა გადაადგილების ყველა ზონა, რომელიც მდებარეობს სასაზღვრო საკონტროლო გამტარ პუნქტსა და საჰაერო ხომალდს შორის.
2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები განისაზღვრება და აღიწერება აეროპორტის საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.
3. ზონა(ები), სადაც გადიან და იმყოფებიან მგზავრები სპეციალური შემოწმების შემდეგ საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე, განისაზღვრება როგორც შეზღუდული დაშვების სტერილური ზონა(ები).
4. შეზღუდული დაშვების დაცული ზონების ყველა ხელმისაწვდომი პუნქტი უნდა კონტროლდებოდეს ან/და იყოს დაკეტილი. ასეთ ზონებში საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამტარი პუნქტების რაოდენობა დაყვანილ უნდა იქნეს მინიმუმამდე.
5. სტერილური და შეზღუდული დაშვების სხვა ზონები, რომლებიც მუდმივად არ კონტროლდება, გამოყენების წინ განსაკუთრებულად მოწმდება.
6. კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონებში დაიშვება ავიასაწარმოს მხოლოდ ის პერსონალი, რომლის ყოფნაც ამ ზონაში აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარე.
7. კონტროლირებად ან შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესასვლელად მგზავრი წარადგენს მოქმედ სამგზავრო ბილეთს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტსა და ჩასხდომის ბარათს.
8. შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში შესვლამდე ყველა მგზავრის (ბარგი) შემოწმება სავალდებულოა.
9. ყველა გამოუყენებელი კარი, კიბე და ტელესკოპური ტრაპი, რომელსაც შეხება აქვს პერონთან ან საჰაერო ხომალდის სადგომთან, უნდა იკეტებოდეს. ავარიული გასასვლელის კარი, რომელიც არ იმყოფება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, აღიჭურვება ხმოვანი და მხედველობითი სიგნალიზაციით.
10. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონების განსაზღვრის და ამ ზონებში დაშვების წესს ადგენს ადმინისტრაცია