1. სააგენტოს მიერ, სამოქალაქო ავიაციაში საფრთხის დონის განსაზღვრის მიზნით განხორციელებული რისკის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ავიასაწარმოების მიერ, რისკის ადგილობრივი შეფასების საფუძველზე,  გამოიყოფა კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები.

2. კონტროლირებადი და შეზღუდული დაშვების დაცული ზონები განისაზღვრება და აღიწერება ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაში.

3. შეზღუდული დაშვების დაცული ზონების ყველა ხელმისაწვდომი პუნქტი უნდა კონტროლდებოდეს ან/და იყოს დაკეტილი. ასეთ ზონებში საავიაციო უშიშროების საკონტროლო გამშვები პუნქტების რაოდენობა დაყვანილ უნდა იქნეს მინიმუმამდე.

4. სტერილური და შეზღუდული დაშვების სხვა ზონები, რომლებიც მუდმივად არ კონტროლდება, გამოყენების წინ განსაკუთრებულად მოწმდება.

5.  სტერილურ ზონაში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლის ყოფნაც ამ ზონაში აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობიდან გამომდინარ