1. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს არაკონტროლირებად ზონებში განთავსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და საშუალებების დაცვა, როგორიცაა, კავშირგაბმულობის საშუალებები, ძალოვანი ტრანსფორმატორები, კვების ძირითადი და სათადარიგო წყაროები, საავიაციო კრიტიკული ინფორმაციის სისტემები, მათი სერვერები, საწვავ-გასამართი საწარმოს მობილური მოდულები, ჩაკეტილი სატელევიზიო სისტემების მართვის ოთახები და სხვა. ეს ობიექტები ფიზიკურად უნდა იყოს დაცული, უნდა ხორციელდებოდეს დაშვების კონტროლი და მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დასაშვები პირების რაოდენობა.
2. ავიასაწარმომ უნდა უზრუნველყოს განსაკუთრებით მნიშვნლოვანი საშუალებების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, რეზერვების არსებობა და გამოყენება, მათი შეცვლა ან ალტერნატიული მომსახურების მიწოდება.
3. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და საშუალებების დაცვის ზომები ასახული უნდა იყოს ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამაშ