1. ტრანსფერული/ტრანზიტული მგზავრები, მათი ხელბარგი და თანმქონი ნივთები ექვემდებარება შემოწმებას, შემოწმებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შუალედური დაფრენის აეროპორტში ტრანზიტული მგზავრები არ ტოვებენ საჰაერო ხომალდს.
2. უნდა ხორციელდებოდეს შემოწმებული ტრანსფერული/ტრანზიტული მგზავრების, მათი ხელბარგის და თანმქონი ნივთების დაცვა მათი შემოწმების მომენტიდან, საჰაერო ხომალდში ჩასხდომამდე.
3. ტრანზიტულ მგზავრებს შეიძლება მიეცეთ უფლება დარჩნენ საჰაერო ხომალდზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მგზავრების გადმოსვლა აუცილებელია ტექნიკური/ტექნოლოგიური მიზეზების გამო ან უშიშროების თვალსაზრისით საჰაერო ხომალდის შესამოწმებლად.
4. შუალედურ აეროპორტში ჩამოსვლისას მგზავრს უფლება არა აქვს შეწყვიტოს დანიშნულების პუნქტამდე მგზავრობა, თუ საჰაერო ხომალდიდან არ ჩამოიტვირთება მისი ხელბარგი და ბარგ