1. თამბაქოს მოწევის აკრძალვის უგულებელყოფა, ელექტრომოწყობილობების გამოყენება ეკიპაჟის აკრძალვის მიუხედავად, მუქარა, შეურაცხყოფა, მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი ქცევა ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების მიმართ, ეკიპაჟის წევრების სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების განზრახ შეფერხება, ითვლება ქცევის წესების დარღვევად და ისჯება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ავიაგადამზიდველს უფლება აქვს არ დაუშვას ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ მყოფი აგრესიული მგზავრი საჰაერო ხომალდზე ან გადასცეს ის დანიშნულების აეროპორტში სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლებს.
3. ავიაგადამზიდველს შემუშავებული უნდა ჰქონდეს საჰაერო ხომალდზე მომხდარი დარღვევის შესახებ შეტყობინების ფორმა, რომელსაც წარუდგენს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს უდისციპლინო/დამრღვევი მგზავრის გადაცემის პროცესში. შეტყობინების ფორმა წარმოადგენს მგზავრის შესაძლებელ სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის საფუძველს.
4. იმ მგზავრთან ერთად, რომელიც არღვევს წესრიგს, წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს საჰაერო ხომალდისა და მასზე მყოფი პირებისთვის და ამ მიზეზით, ფრენის განხორციელებამდე, იხსნება საჰაერო ხომალდიდან, უნდა მოიხსნას მისი კუთვნილი ბარგი და ხელბარგი.
5. უბაჟო ვაჭრობის ობიექტებში შეძენილი ალკოჰოლური სასმელების საჰაერო ხომალდის ბორტზე მოხმარება აკრძალულია.
6. ფრენის მიმდინარეობისას იმ მგზავრებს, რომლებიც იმყოფებიან არაფხიზელ მდგომარეობაში და რომელთა ქმედება უქმნის საფრთხეს საჰაერო ხომალდს, საჰაერო ხომალდზე მყოფ პირებს, ეზღუდებათ ალკოჰოლური სასმელებით მომსახურება.
7. არასანქცირებული გახსნისაგან დაცული პაკეტის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრს ჩამოერთმევა მისი კუთვნილი ალკოჰოლური სითხე და დაუბრუნდება დანიშნულების აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ, მგზავრის მიერ საჰაერო ხომალდის დატოვებისას.
8. უდისციპლინო/დამრღვევ მგზავრებთან მიმართებაში, გადამზიდველმა უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა, სხვადასხვა ასპექტების გათვალისწინებით. მათ შორის, განსაზღვროს ხმელეთზე და ფრენის დროს განსახორციელებელი პროცედურები, ეკიპაჟის მიერ განსახორციელებელი საპასუხო მოქმედებები, შეიმუშავოს შეტყობინების სისტემა და შეტყობინების წერილობითი ფორმებ