1. სააგენტო, ჩიკაგოს კონვენციით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ICAO-სთან რეგულარულ თანმშრომლობას საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის კუთხით, მათ შორის პერსონალის მომზადებისა და უშიშროების უზრუნველმყოფი სისტემების ტექნიკური აღჭურვილობის საკითხებში.
2. სააგენტო უზრუნველყოფს ICAO-ს ინფორმირებას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მოთხოვნებთან არსებული განსხვავებების შესახებ, დადგენილი წესით, აწვდის ინფორმაციას ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართის მოთხოვნებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის შესრულების თაობაზე.
3. ICAO-ს ოფიციალური გამოცემის DOC-8973 განსაზღვრული შეტყობინების ფორმის მიხედვით სააგენტო უგზავნის ICAO-ს წერილობით ანგარიშს სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო ქმედებ(ებ)ის შესახებ.
4. ICAO-სთან თანამშრომლობას საავიაციო უშიშროების კუთხით, უზრუნველყოფს სააგენტო.
აეროპორტების, სანავიგაციო საშუალებებისა და სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს, საჰაერო ხომალდების დაც