1. სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სისტემაში სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს (შემდგომში − საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალი) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ კონტროლის განხორციელებისას, მხოლოდ კონტროლირებად და შეზღუდული დაშვების დაცულ ზონაში იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების, სახიფათო მოწყობილობის, გადასატანად აკრძალული საგნებისა და ნივთიერებების საჰაერო ხომალდზე დაშვების აღკვეთისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით.

2. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერიტორიის მიღმა წარმოადგენს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

3. საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი პერსონალის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების ამ მუხლით დადგენილი წესის დაცვაზე კონტროლს ახორციელებს ავიასაწარმ