ა) უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის N538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;
გ) მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს მიღებული დადებითი დასკვნა საცეცხლე მომზადების სპეციალური კურსების გავლისას.
2. მოსამსახურეს, სამინისტროს სისტემაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი მუდმივი ტარების უფლებით გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ.
3. კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მოსამსახურისთვის საკუთრებაში არსებული იარაღის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გაცემა ხორციელდება სამინისტროს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის უფლებამოსილი დანაყოფის მიერ გაცემული მოწმობის საფუძველზე