ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების (სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გარდა) მოსამსახურეებზე, პირის მოტივირებულ მოთხოვნაზე (პატაკი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წარდგინების (რეზოლუცია) შესაბამისად;
ბ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანების საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ თანამდებობაზე დანიშნულ პირებზე მათი მოტივირებული მოთხოვნის შესაბამისად.
2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სამინისტროს სახელწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემა წარმოებს აღნიშნული დანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ ამ ინსტრუქციის 23–ე მუხლის მოთხოვნათა დაცვი