1. სამინისტროს მოსამსახურეთა ქვეყნის საზღვრებს გარეთ  მივლინების პერიოდში, მათზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი წინამდებარე ინსტრუქციით დადგენილი წესით ბარდება შესაბამის ოპერატიულ–სამორიგეო ქვედანაყოფს. აღნიშნულ შემთხვევებში მოსამსახურეს ეძლევა იარაღის შემცვლელი ბარათი (დანართი N15).

2. სამინისტროს მოსამსახურე ვალდებულია სამინისტროს სისტემიდან დათხოვნისას დაუყოვნებლივ ჩააბაროს მასზე რიცხული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით. (წინააღმდეგ შემთხვევაში დგება კანონმდებლობით დადგენილი  პასუხისმგებლობის საკითხი).