ა) უზრუნველყონ დაქვემდებარებულ დანაყოფებში იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვაზე კონტროლი;

ბ) შეიარაღებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად უზრუნველყონ მოსამსახურეთა მიერ (დაზიანების ან გადაკეთების შემთხვევაში) ჩაბარებული იარაღის სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოსთვის გადაცემა მათი ბალისტიკური შემოწმების მიზნით;

გ) დაქვემდებარებულ დანაყოფში იარაღსა და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე დაუყოვნებლივ აცნობონ სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და შეიარაღების სამმართველოს;

დ) უზრუნველყონ  შეიარაღების სამმართველოს მოთხოვნის შესაბამისად დანაყოფში იარაღისა და საბრძოლო მასალის ბრუნვის  შესახებ სათანადო ინფორმაციის მიწოდებ