მუხლი 19🔗
შეიარაღების სამმართველოს საწყობიდან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ ქონების მიღების შემდეგ, შესაბამისი დანაყოფის შეიარაღებაზე პასუხისმგებელი (სპეციალისტი შეიარაღების ხაზით) პირი მიღებულ ქონებას ზედდებულებით, უწყისებით ან მიღება-ჩაბარების აქტებით ანაწილებს ქვედანაყოფებში მათი მოთხოვნების შესაბამისად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ნებართვით, დანაყოფებზე რიცხული შეიარაღების აღრიცხვის წიგნში (დანართი N3) სათანადო ცვლილებების შეტანით