შეიარაღების სამმართველოს საწყობებიდან ქონების გაცემის (მიღება) საფუძველს წარმოადგენს დანაყოფის ხელმძღვანელის მოტივირებული პატაკი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) (უფლებამოსილი მინისტრის მოადგილის) მიმართ, რომელიც უნდა მოიცავდეს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დასახელების, რაოდენობის და ქონების მიმღები უფლებამოსილი პირის მონაცემებს (დაკავებული თანამდებობა, გვარი, სახელი, თანამშრომლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი).
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ · რედაქცია 02.04.2024
მუხლი 14
თავი III — სამინისტროს სისტემაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2024. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/12/2013.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში იარაღის ბრუნვისა და მისი კონტროლის ინსტრუქციის შესახებ“, მუხლი 14, №1013, 31.12.2013, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2143164/muxli-14/