1. შეიარაღების სამმართველოს საწყობიდან  ქონების გაცემა და ჩაბარება წარმოებს ზედდებულებით (დანართი N13) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობის, სააღრიცხვო ნომრის და გამოშვების თარიღის მითითებით, დადასტურებული შეიარაღების სამმართველოს  აღრიცხვის ქვედანაყოფის უფროსის ან აღრიცხვაზე პასუხისმგებელი და საწყობიდან ქონების გაცემასა და  მიღებაზე უფლებამოსილი  პირების სათანადო ხელმოწერებით.

2. აღნიშნული ზედდებული ივსება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან დედანი ინახება სააღრიცხვო საქმეში, მეორე პირი გადაეცემა მიმღებს (ჩამბარებელი), ხოლო მესამე - რჩება საწყობში.