2. სპეციალური კომპიუტერული პროგრამების მონაცემები ასახავს სამინისტროს სისტემაში იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის სრულ ინფორმაციას.
3. სააღრიცხვო წიგნი - ფორმა №1 (დანართი №1) განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვის და მოძრაობის ჩანაწერებისათვის.
4. ამოღებული, ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის ბრუნვის ჟურნალი – ფორმა №2 (დანართი №2) გაკუთვნილია ამოღებული, ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის აღრიცხვისათვის.
5. შეიარაღების აღრიცხვისა და მიმაგრების წიგნის - ფორმა №3-ის (დანართი №3) პირველი ნაწილი განკუთვნილია იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობრივი აღრიცხვისათვის, ხოლო მეორე ნაწილი - მათი მოსამსახურეებზე მიმაგრების შესახებ ინფორმაციის ასახვისათვის.
6. მოსამზადებელი და სავარჯიშო სროლის კურსის გავლისას (სასროლეთი და ტირი) გახარჯული საბრძოლო მასალის უწყისი - ფორმა №4 (დანართი №4) წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოსამზადებელი და სავარჯიშო სროლის კურსების გავლისას საბრძოლო მასალის ხარჯვის აღმრიცხველ დოკუმენტს.
7. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნი - ფორმა №5 (დანართი №5) განკუთვნილია:
ა) ნაწილი I - სამორიგეო დანაყოფებიდან მოსამსახურეებზე იარაღის და საბრძოლო მასალის დროებით სამსახურებრივი სარგებლობისთვის გაცემისა და მათი შესანახად მიღების აღრიცხვისათვის;
ბ) ნაწილი II - პასუხისმგებელ ოპერატიულ მორიგეთა მიერ ცვლის გადაბარებისას შეიარაღების მიღება-ჩაბარებისათვის;
გ) ნაწილი III - აღჭურვილობის გაცემისა და მიღების აღრიცხვისათვის.
8. იარაღის მიმაგრების აღრიცხვის ბარათი - ფორმა №7 (დანართი №6) განკუთვნლია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსამსახურეებზე მიმაგრების აღრიცხვისათვის, რომელიც წარმოებს იმ ზედდებულების საფუძველზე, რომლითაც გაიცა ან ჩაბარდა იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა საწყობიდან.
9. დანაკლისების აღრიცხვის წიგნი - ფორმა №9 (დანართი №7) განკუთვნილია სამინისტროს სისტემაში დაღუპვის, განადგურების, არაკანონიერი ან ნორმის ზევით ხარჯვის, ძარცვა-დატაცების, სტიქიური უბედურების, ვადაზე ადრე მწყობრიდან გამოსვლის ან ცვეთის შედეგად დაკარგული მატერიალური საშუალებების „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო–ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით გათვალისწინებული წესით დანაკლისების აღრიცხვისათვის.
10. იარაღის ნომრის ამოტვიფვრის ტექნიკური მონაცემების ნორმები – ფორმა №10 (დანართი №8) ასახავს (ადგენს) იარაღზე ნომრის აღდგენის შემთხვევაში ასოებისა და ციფრების ამოტვიფვრის აუცილებელ ტექნიკურ მოთხოვნებს.
11. შემოსავალ-გასავლისა და სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალი – ფორმა №11 (დანართი №9) განკუთვნილია სააღრიცხვო დოკუმენტების რეგისტრაციისათვის.
12. იარაღის დეფექტის აღრიცხვის ჟურნალი - ფორმა №12 (დანართი №10) განკუთვნილია შეიარაღების სამმართველოში აღსადგენად არსებული შეიარაღების დეფექტთა აღრიცხვისათვის.
13. იარაღზე დაზიანებული ნომრის აღდგენის ან/და ახალი სააღრიცხვო ნომრის მინიჭების რეგისტრაციის ჟურნალი - ფორმა №13 (დანართი №11) განკუთვნილია იარაღზე აღდგენილი დაზიანებული ნომრის და ახალი სააღრიცხვო ნომრის რეგისტრაციისათვის.
14. იარაღის ნომრის აღრიცხვის უწყისი – ფორმა №14 (დანართი №12) წარმოადგენს იარაღის და აღჭურვილობის სააღრიცხვო ნომრების აღწერის უწყისს.
15. ზედდებული - ფორმა №15 (დანართი №13) წარმოადგენს საწყობიდან უფლებამოსილი პირის მიერ ქონების მიღება-გაცემისას შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სახეობისა და ოდენობის აღმნიშვნელ დოკუმენტს.
16. იარლიყი – ფორმა №16 (დანართი №14) წარმოადგენს საწყობში განთავსებული ნივთმტკიცების რიგითობის მაჩვენებელ დოკუმენტს.
17. იარაღის შემცვლელი ბარათი - ფორმა №17 (დანართი №15) წარმოადგენს მოსამსახურეზე იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის განპიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტს სამორიგეო დანაყოფებიდან იარაღისა და საბრძოლო მასალის მიღება-გაცემისას.
18. ნივთმტკიცებების და ამოღებული, ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის მიღება-ჩაბარების აქტი – ფორმა №18 (დანართი №16) წარმოადგენს შეიარაღების სამმართველოს საწყობში ნივთმტკიცებების და ამოღებული, ნებაყოფლობით ჩაბარებული, ნაპოვნი იარაღის, საბრძოლო მასალის და აღჭურვილობის ჩაბარებისას მათი საწყობში მიღების ნამდვილობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
19. საწყობში ჩაბარებული ნივთმტკიცებების ბრუნვის ჟურნალი - ფორმა №20 (დანართი №17) წარმოადგენს შეიარაღების სამმართველოს საწყობში არსებული (განთავსებული) ნივთმტკიცებების აღრიცხვის დოკუმენტს.
20. საინვენტარიზაციო აღწერა და შესამოწმებელი უწყისი (დანართი №18) წარმოადგენს ინვენტარიზაციის ჩატარების შედეგების აღმრიცხველ დოკუმენტს