1. საწყობიდან (საცავიდან) იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის გაცემა და ჩაბარება წარმოებს ზედდებულით, რომელშიც უნდა მიეთითოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობა, სააღრიცხვო ნომერი და გამოშვების თარიღი, საწყობიდან ქონების გაცემასა და მიღებაზე უფლებამოსილი პირების სათანადო ხელმოწერები და დადასტურდეს ქონების გამცემი ქვედანაყოფის გერბიანი ბეჭდით.

2. ზედდებული ივსება ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი პირი ინახება სააღრიცხვო საქმეში, მეორე პირი გადაეცემა მიმღებს (ჩამბარებელი), მესამე –
რჩება საწყობში, ხოლო მეოთხე იგზავნება  სარდლობაში.

თავი IV

საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის მოწყობა