2. საწყობი (საცავი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადღეღამისო შეიარაღებული დაცვით.
3. საწყობის (საცავის) და საიარაღო ოთახის კარების გაღების ან სადენების დაზიანების შემთხვევაში სიგნალიზაციამ უნდა უზრუნველყოს ხმოვანი სიგნალის გადაცემა:
ა) საიარაღო ოთახიდან ქვედანაყოფის მორიგესთან;
ბ) საწყობიდან (საცავიდან) ქვედანაყოფის მორიგესთან და ყარაულის უფროსთან;
გ) საბრძოლო ტექნიკის საცავებიდან და სარემონტო საამქროებიდან – ქვედანაყოფის მორიგესთან და ყარაულის უფროსთან.
4. სიგნალიზაციის სისტემის გამართულ მუშაობაზე უშუალოდ პასუხისმგებელია დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელი პირი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი (სარდალი/მეთაური/უფროსი).
5. ქვედანაყოფში უნდა შეიქმნას სიგნალიზაციის ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების სპეციალური ჯგუფი.
6. სიგნალიზაციის მუშაობა უნდა შეამოწმოს:
ა) დასაცავ ობიექტზე პასუხისმგებელმა პირმა ყოველდღიურად;
ბ) საწყობის (საცავის) უფროსმა, ქვედანაყოფის მორიგემ და ყარაულის უფროსმა ობიექტის მიღება-ჩაბარების დროს.
7. ქვედანაყოფის მორიგეებმა სიგნალიზაციის მუშაობის შედეგები უნდა ასახონ მორიგეობის მიღება-ჩაბარების წიგნში, ხოლო ყარაულის უფროსმა საყარაულო უწყისში.
8. სიგნალიზაციის სისტემის ექსპლუატაციის წესებს და მისი გამართულობის კონტროლის ვადებს, აგრეთვე თანამდებობრივ პირთა ფუნქციონალურ მოვალეობებს, მათ შორის სიგნალიზაციის არასანქციონირებული ამოქმედების დროს განსაზღვრავს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, რაც აისახება ქვედანაყოფის მორიგისა და ყარაულის უფროსის ინსტრუქციებშ