1. იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შენახვის, აღრიცხვისა და შემოწმების წესების დაცვისათვის მიზანშეწონილია საიარაღო ოთახში მათი შენახვა მოხდეს სტანდარტული ტიპის პირამიდებში ან კარადებში. პირამიდებსა და კარადებს უნდა ჰქონდეთ საიმედოდ გამაგრებული კედლები.
2. საიარაღო ოთახში განთავსებულ პირამიდებზე, კარადებზე ან ყუთებზე მიმაგრებული უნდა იყოს იარლიყი, სადაც აღინიშნება ქვედანაყოფის დასახელება, პასუხისმგებელი პირის სამხედრო წოდება, სახელი, გვარი. ასევე პირამიდის, კარადის, ყუთის ლუქის ნომრები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 18.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/07/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება