ა) ტექნიკური პირობებითა და საექსპლუატაციო დოკუმენტებით განსაზღვრული მომსახურეობის სრული ციკლის ჩატარება;
ბ) დოკუმენტების (ფორმულარების, ბარათების) წარმოება, რომელშიც წარმოებული გასროლების რაოდენობის აღრიცხვასთან ერთად, ნაჩვენები უნდა იყოს იარაღის მიზანში მოხვედრის საშუალო წერტილები და სიბურჯღლის შედეგები;
გ) მუდმივად დაცული იყოს იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის თავისებურებებთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.
2. აკრძალულია:
ა) ტექნიკურად გაუმართავი იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გამოყენება;
ბ) იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გადაცემა სხვა პირებზე;
გ) შეუმოწმებელი და გასაწმენდი იარაღის შენახვა;
დ) ქვედანაყოფის ტერიტორიის გარეთ იარაღით, საბრძოლო მასალითა და აღჭურვილობით გადაადგილება, გარდა სამსახურებრივი ფუნქციით განსაზღვრული შემთხვევისა;
ე) იარაღით გადაადგილება საშტატო ბუდის გარეშე, თუ იარაღს კონსტრუქციულად განსაზღვრული აქვს საშტატო ბუდ