ა) უნდა ეკავოს ,,იმ თანამდებობის პირთა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 მარტის №242 დადგენილებით დამტკიცებული თანამდებობის პირთა ნუსხის პირველი მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;

ბ) მის  მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს სისხლისსამართლებრივი დევნა;

გ) მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღიდან  საცეცხლე მომზადება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება მოსამსახურეზე, რომელსაც აქვს ოფიცრის ან რეზერვის ოფიცრის სამხედრო ან სპეციალური წოდება.

3. უფლებამოსილ მოსამსახურეს, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი გადაეცემა პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემასთან ერთად უფლებამოსილ მოსამსახურეს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა.

4. მოსამსახურეს სამინისტროს სისტემიდან დათხოვნისას/გათავისუფლებისას, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას (მათ შორის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დროს), სამინისტროს სისტემაში სხვა თანამდებობაზე გადაადგილებისას (თუ ახალი თანამდებობა არ ითვალისწინებს მოსამსახურეზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცემის უფლებას), სასწავლო ან საზღვარგარეთ მივლინებისას,  ევალება მასზე განპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღი დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ჩააბაროს შესაბამის ქვედანაყოფს.

5. ქვედანაყოფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მოსამსახურეს შეიძლება ჩამოერთვას სამსახურებრივ-საშტატო იარაღი, თუ მის მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური საქმისწარმოება ან მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.

6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახურს ან ასეთის არარსებობისას –

სარდლობა