1. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შემადგენლობაში შემავალი ქვედანაყოფების მოსამსახურეებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ემაგრებათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყოფას და აღრიცხვას უზრუნველყოფს სარდლობა.
2. სხვა ქვედანაყოფებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღი ემაგრებათ ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით, ხოლო სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყოფას, აღრიცხვას და საჭიროების შემთხვევაში შენახვას უზრუნველყოფს ქვედანაყოფის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახური.