2. საველე სწავლებებისას ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან ყოველდღიურად პირადად შეამოწმონ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის რაოდენობა და შედეგები მოახსენონ ზემდგომი ქვედანაყოფის ხელმძღვანელებს.

3. საბრძოლო სროლებისათვის საბრძოლო მასალის მიღება ხორციელდება ქვედანაყოფის საწყობიდან, რომლის მიღების საფუძველია ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანება. საბრძოლო მასალების მიღებას პირადად ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის შეიარაღების სერჟანტი ან პირი, რომელიც ქვედანაყოფში პასუხისმგებელია ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვაზე, შენახვასა და გაცემაზე. მიღებული საბრძოლო მასალა აისახება მიღება-ჩაბარების უწყისში. საბრძოლო მასალის კანონიერ ხარჯვასა და შემდგომ ჩამოწერას აქტების მიხედვით ხელმძღვანელობს მიმღები პირი.

4. საბრძოლო სროლების მსვლელობის პერიოდში ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრება საბრძოლო სროლების ხელმძღვანელი და ყალიბდება საბრძოლო უზრუნველყოფის (კვების) სპეციალური პუნქტი (შემდგომში –

პუნქტი), რომლის უფროსად განისაზღვრება ქვედანაყოფის შეიარაღების სერჟანტი ან ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული პირი. პუნქტიდან საბრძოლო მასალების გაცემა უნდა მოხდეს მიღება-ჩაბარების უწყისით სპეციალურად განსაზღვრულ საბრძოლო მასალების დამრიგებელ პირებზე ან უშუალოდ სროლებში მონაწილე მოსამსახურეებზე. სროლების დამთავრების შემდეგ გაუხარჯავი საბრძოლო მასალა იმავე უწყისში ასახვით უნდა იყოს დაბრუნებული პუნქტში, ხოლო პუნქტის უფროსი პირადად ახსენებს ქვედანაყოფის ხელმძღვანელს გაცემული, დახარჯული და დაბრუნებული საბრძოლო მასალის რაოდენობის შესახებ. პუნქტის უფროსად ლოგისტიკური უზრუნველყოფის სამსახურის ან საწყობის წარმომადგენლის განსაზღვრა აკრძალულია. საბრძოლო სროლების დროს გაუხარჯავი საბრძოლო მასალების კონტროლს ახორციელებს მათი გამცემი პირი და სროლების ხელმძღვანელი, რომლებიც მიღება-ჩაბარების უწყისში ობიექტური მონაცემების ასახვის შემდეგ, უწყისთან ერთად აბრუნებენ დაუხარჯავ საბრძოლო მასალასა და უწყისს ქვედანაყოფში. უწყისს ხელს აწერენ პუნქტის უფროსი, სროლების ხელმძღვანელი და ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. სროლების ხელმძღვანელის განკარგულებით სროლების დამთავრების შემდეგ უნდა შეგროვდეს გასროლილი მასრები და უვარგისი  (მტყუნებამიცემული) საბრძოლო მასალა. მოსამსახურეების იარაღის, სავაზნე კოლოფებისა და სავაზნე ჩანთების შემოწმება ევალებათ უშუალო და პირდაპირ ხელმძღვანელებს.

5. საბრძოლო მასალის დაკარგვის შემთხვევაში შედგენილი უნდა იყოს შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ საბრძოლო მასალების მიმღები პირი, ქვედანაყოფის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და საბრძოლო სროლების ხელმძღვანელი. აღნიშნული აქტი, საბრძოლო სროლებისას შედგენილი მიღება-ჩაბარების უწყისთან ერთად არის ანგარიშსწორების ძირითადი დოკუმენტი.

6. ქვედანაყოფების საველე ბანაკად განთავსების პირობებში იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს სპეციალურად მოწყობილ საველე კარვებში. აღნიშნული ქონება უნდა იყოს მოთავსებული დაკეტილ და დალუქულ საშტატო ყუთებში ან კარადებში საყარაულო სამსახურის დაცვის ქვეშ.

7. საბრძოლო სროლების მიზნებისათვის მიღებული იარაღის, საბრძოლო მასალის, აღჭურვილობის, სასიგნალო-გამანათებელი და საიმიტაციო საშუალებების შენახვა ქვედანაყოფში შესაძლებელია ერთი დღე-ღამის განმავლობაში. რკინის დაკეტილ დალუქულ ყუთებში განთავსებული საბრძოლო მასალა ბარდება ქვედანაყოფის მორიგე