2. სასწავლო-საბრძოლო ჯგუფის ტანკების, საბრძოლო მანქანების და ჯავშან-ტრანსპორტიორების ტყვიამფრქვევები, ისევე, როგორც დემონტაჟს დაქვემდებარებული კავშირგაბმულობის საშუალებები და ოპტიკური ხელსაწყოები უნდა ინახებოდეს მხოლოდ ქვედანაყოფების სპეციალურად მოწყობილ შენახვის ოთახებში.
3. შეიარაღებისა და ტექნიკის დაცვაზე ჩაბარებისა და შენახვის ადგილების დალუქვისა და დაბეჭდის თანამიმდევრობას ადგენს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი. საბრძოლო ტექნიკის ტენტების, ლუქებისა და კარებების დალუქვამ უნდა გამორიცხოს ლუქის დარღვევის გარეშე საბრძოლო ტექნიკაში შეღწევის და მისი უსანქციო განკომპლექტების შესაძლებლობა.
4. საბრძოლო ტექნიკის მიღება ხორციელდება ოცეულის მეთაურისაგან (ეკიპაჟებისაგან) დაკეტილ და დალუქულ მდგომარეობაში. ჩამბარებელი და მიმღები პირები აკეთებენ შესაბამის ჩანაწერს შესაბამის ჟურნალში და აწერენ ხელ