2. საბრძოლო მასალის მარაგის შენახვის ორგანიზებაზე გამოყოფილი ტერიტორიის (ადგილების) მოწყობის, დაცვის, საბრძოლო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების სწორად განლაგების საკითხებს მართავს ქვედანაყოფის ხელმძღვანელი.

3. საბრძოლო მასალით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები განლაგებული უნდა იყოს სიგნალიზაციით მოწყობილ ფარდულებში, გადახურული ტენტებით, რომლებიც ასევე უნდა იყოს დალუქული პასუხისმგებელი პირის ლუქით.

4. ტანკებში, ფეხოსანთა საბრძოლო მანქანებში, ჯავშანტრანსპორტიორებში, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებში საბრძოლო მასალა უნდა იყოს განთავსებული საბრძოლო მასალის ჩაწყობის სქემის მიხედვით. ხელყუმბარები და მათი ფალიები სრულ კომპლექტში საბრძოლო მანქანებში განთავსდება მხოლოდ დალუქული საშტატო ყუთების სახით.

5. ვაზნების კოლოფები ვაზნებით შევსებული ლენტებით, იხურება სარქველებით და ილუქება. ვაზნების შენახვა საბრძოლო მანქანებში გაბნეულ მდგომარეობაში ან მუყაოს შეფუთვებში აკრძალულია.

6. განგაშის დროს საბრძოლო მასალით მუდმივად დატვირთული საბრძოლო ტექნიკისა და სატრანსპორტო საშუალებების ქვედანაყოფიდან ყოველი გამოსვლის შემდეგ, დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებისთანავე, უნდა მოხდეს ყველა სახის საბრძოლო მასალის ცალობრივი გადათვლა, ყუთების შემოწმება და სააღრიცხვო მონაცემებთან მათი შედარება. ჰერმეტიულად დახურული ყუთების გახსნა ამ შემთხვევაში აკრძალულია.

7. საბრძოლო ტექნიკაში ჩასატვირთად გაცემული საბრძოლო მასალა აღირიცხება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღება-გაცემის წიგნში.

8. სატრანსპორტო საშუალებებში უკვე ჩატვირთული საბრძოლო მასალის აღრიცხვა წარმოებს საავტომობილო ტექნიკაზე დატვირთული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შენახვის, კონტროლისა და მძღოლების პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი მიმყოლი ფურცლის საფუძველზე, ხოლო საბრძოლო ტექნიკაზე –

საბრძოლო ტექნიკისათვის განსაზღრული საბრძოლო მასალების საზიდი კომპლექტების ჩალაგების (ჩაწყობის) უწყისით. ორივე დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს ორ-ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი ბარდება მძღოლებსა და ეკიპაჟის მეთაურს და ინახება სატრანსპორტო საშუალებების და საბრძოლო ტექნიკის კაბინებში, მეორე კი ინახება ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან.

თავი VI

სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გაცე