1. თუ ერთ საიარაღო ოთახში ინახება სხვადასხვა ქვედანაყოფის იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, მათი საერთო ზემდგომი ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ბრძანებით განისაზღვრება ამ ქონების აღრიცხვაზე და მიღება-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

2. საწყობში (საცავში) ჩასაბარებელი იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, როგორც წესი, უნდა იყოს დაკომპლექტებულ მდგომარეობაში. გამონაკლისს წარმოადგენს იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა, რომლის დაკომპლექტება ვერ ხორციელდება. დროებით შენახვაზე ჩაბარებული იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უნდა ინახებოდეს განცალკევებულად, დაკეტილ და დალუქულ კარადაში ან საშტატო ყუთში.