1.
სამართლებრივი აქტის ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ მომზადებული და საკრებულოს სხდომაზე განსახილველი პროექტი საკრებულოს თავმჯდომარეს როგორც წესი წარედგინება სხდომის ჩატარებამდე არაუგვიანეს 8 დღისა. თუ სამართლებრივი აქტის პროექტი წარმოდგენილი იქნა განსაზღვრული ვადის დაუცველად, და თუ საკითხის წარდგენის დაგვიანება განპირობებული იყო საპატიო მიზეზით ან/და, თუ მისი განხილვის გადადება მიზანშეუწონელია საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია ასეთი პროექტი (პროექტები) შეიტანოს დღის წესრიგის დამატებით საკითხებში.
2.
ინიციირების წესით შემოტანილი საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი მომზადებული უნდა იქნეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თუ პროექტი იწვევს არსებულ ნორმატიულ აქტში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანას, მას უნდა დაერთოს შესატანი ცვლილებების ან/და დამატებების პროექტები და წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთიანი პაკეტის სახით.
3.
საკრებულოში ინიციირების წესით წარმოდგენილი საკრებულოს სამართლებრივი აქტის პროექტი გადის შემდეგ პროცედურებს:
ა)
სამართლებრივი აქტის პროექტი ბარდება საკრებულოს აპარატს;
ბ)
საკრებულოს აპარატი დაუყოვნებლივ რეგისტრაციაში ატარებს შემოტანილ სამართლებრივ აქტის პროექტს და გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე გასატანად;
გ)
ბიურო განსაზღვრავს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ განკარგულების პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის ვადებს;
დ)
საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებასთან (განკარგულება) ერთად პროექტის გამოქვეყნებას და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და გამგეობისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად საკრებულოს აპარატი აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა;
ე)
საკრებულოს კომისიები და გამგებელი საკრებულოს მიერ დადგენილ ვადებში იხილავს წარმოდგენილ სამართლებრივი აქტის პროექტს და აწვდის შესაბამის დასკვნას საკრებულოს აპარატს;
ვ)
საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსული შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე განსახილველად;
ზ)
საკრებულოს ბიურო ისმენს წარმოდგენილ დასკვნებს და წინადადებებს და იღებს გადაწყვეტილებას საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში მისი შეტანის რიგითობის შესახებ.
4.
საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია პროექტს ამოწმებს (განიხილავს) შემდეგი თვალსაზრისით:
ა)
შეესაბამება თუ არა, ან/და ხომ არ ეწინააღმდეგება პროექტის შინაარსი ან მისი ცალკეული დებულებები უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებს;
ბ)
არის თუ არა პროექტის მიღება საკრებულოს კომპეტენცია;
გ)
არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი კანონმდებლობით ან/და ამ რეგლამენტით დადგენილი წესის დაცვით;
დ)
არის თუ არა პროექტი წარმოდგენილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ;
ე)
არის თუ არა პროექტში მითითებული გასაუქმებელი საკრებულოს აქტების ამომწურავი ჩამონათვალი;
ვ)
პროექტს ერთვის თუ არა კანონმდებლობითა ან/და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტები, მათ შორის პროექტები საკრებულოს სხვა სამართლებრივ აქტებში იმ ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელსაც იწვევს წარდგენილი პროექტის მიღება;
ზ)
რედაქციულად გამართული და სამართლებრივად მიზანშეწონილია თუ არა პროექტში მითითებული ცალკეული დებულებები.
5.
ინიციირების უფლების მქონე სუბიექტის მიერ შემოტანილი სამართლებრივი აქტის პროექტი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანილი უნდა იქნეს მასზე უარყოფითი დასკვნის მიუხედავად.
6.
საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს შესაბამისი კომისის დასკვნის საფუძველზე სხდომის დღის წესრიგის პროექტიდან ამოიღოს გამგებლის მიერ წარდგენილი სამართლებრივი აქტის პროექტი (საკითხი) და შენიშვნების გასათვალისწინებლად საკრებულოს თავმჯდომარის წერილით უკან დაუბრუნოს გამგებელს. ასეთ შემთხვევაში გამგებელი ვალდებულია ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოადგინოს თავდაპირველი ან შენიშვნების გათვალისიწინებით შემუშავებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროეტი
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 27.06.2025
მუხლი 89. პროექტის წარდგენა და მისი შემდგომი მსვლელობა
თავი I — ზოგადი დებულებები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 108. პროექტის წარდგენა და მისი შემდგომი მსვლელობა
- მუხლი 61. პროექტის წარდგენა და მისი შემდგომი მსვლელობა
- მუხლი 31. 1. საბრძოლო სწავლებების მსვლელობისას ქვედანაყოფის მოსამსახურეებმა მუდმივად თან უნდა იქონიონ მათზე განპირობებული იარაღი, საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა. შესვენებისა და ტექნიკის მომსახურების დროს შესაბა
- მუხლი 13. გასვლისთვის მომზადება და გამოძახების ადგილისაკენ მსვლელობა
- მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა
- მუხლი 20. 1. მგზავრს უფლება აქვს შეიძინოს ვაგონის და ნებისმიერი კატეგორიის მატარებლის სამგზავრო დოკუმენტი ნებისმიერ სადგურამდე მატარებლის მსვლელობის მარშრუტით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 83. კენჭისყრის დაწყების გამოცხადება
- მუხლი 84. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარისა და საკრებულოს წევრის უფლებები კენჭისყრის პროცედურაზე
- მუხლი 85. კენჭისყრის ზოგადი წესი
- მუხლი 86. კენჭისყრის შედეგების გამოცხადება
- მუხლი 87. საკრებულოს სამართლებრივი აქტები
- მუხლი 88. საკრებულოში სამართლებრივი აქტის ინიციირების წესი
- მუხლი 90. საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტის მიღების წესი
- მუხლი 91. ნორმატიული აქტის პროექტის ხელახალი განხილვა აუცილებლობის მოთხოვნით
- მუხლი 92. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტის წარდგენის წესი
- მუხლი 93. თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტის გამოქვეყნებისა და წინასწარი განხილვის წესი
- მუხლი 94. საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვის წესი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 89, №6, 03.05.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016193 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3271727/muxli-89/