1. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობისას მაგისტრანტობის კანდიდატი მიიღებს გაფრთხილებას:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის
ბ-
ზ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილება ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
3. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის
გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენის შემთხვევაში, გაფრთხილების მიცემასთან ერთად მაგისტრანტობის კანდიდატს ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლად გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
4. ამ დებულების მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით და მე-4 პუნქტის
ბ-
ზ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მაგისტრანტობის კანდიდატი იხსნება გამოცდიდან, რაც ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
5. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის
ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
6. გაფრთხილების გარეშე მაგისტრანტობის კანდიდატის გამოცდიდან მოხსნა ფორმდება ოქმით გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
7. საგამოცდო პროცესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამკვირვებელი უფლებამოსილია, საგამოცდო პროცესში ჩარევის გარეშე, შეადგინოს ოქმი და გადასცეს ადმინისტრატორს
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 27.02.2026
მუხლი 19. საერთო სამაგისტრო გამოცდის მსვლელობის წესის დარღევევა
თავი IV — საერთო სამაგისტრო გამოცდა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 89. პროექტის წარდგენა და მისი შემდგომი მსვლელობა
- მუხლი 463. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
- მუხლი 53. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები
- მუხლი 4. საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების მსურველ პირთა შესახებ მონაცემების დამუშავება
- მუხლი 8915. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები
- მუხლი 315. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
- მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
- მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება
- მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
- მუხლი 17. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყება
- მუხლი 18. მუშაობა საგამოცდო ტესტზე
- მუხლი 20. მაგისტრანტობის კანდიდატთა ნაშრომების გასწორება
- მუხლი 23. საპრეტენზიო საბჭო და საპრეტენზიო კომისია
- მუხლი 24. საპრეტენზიო საბჭოს რეგლამენტი
- მუხლი 25. საერთო სამაგისტრო გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
- მუხლი 26. საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გასაჩივრება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 19, №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368/muxli-19/