1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ჩაბარების მიზნით,მაგისტრანტობის კანდიდატი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის
ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული მაგისტრანტობის კანდიდატი გამოცდაზე არ დაიშვება.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოუცხადებლობა მაგისტრანტობის კანდიდატს უფლებას ართმევს მოითხოვოს დამატებითი გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა, გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
5. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათი.
6. იმ მაგისტრანტობის კანდიდატისთვის, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები) გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მათ განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.
7. მაგისტრანტობის კანდიდატმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყებამდე.
8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში რეგისტრაციის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატი დაიკავებს ადგილს საგამოცდო სექტორში მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან