1. ტესტის ჩაბარების მიზნით, აბიტურიენტი ვალდებულია:
ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციაზე;
ბ) თან იქონიოს:
ბ.ა) საგამოცდო -საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ.ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი;
ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი –
ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
2. ტესტირებაზე
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აბიტურიენტი გამოცდაზე არ დაიშვება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი ტესტირებაზე
დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. ცენტრი საგამოცდო ცენტრიდან
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს აბიტურიენტების
მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმებასა და აბიტურიენტების
მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდის გადაგზავნას საგამოცდო ცენტრის პასუხისმგებელ პირთან. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების
მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე
არ დაიშვება.
4. თუ აბიტურიენტთა მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის გადამოწმება გარკვეულ დროს მოითხოვს აბიტურიენტი დაშვებული იქნება ტესტირებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების
მონაცემთა ბაზებში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირის ნაშრომი არ გასწორდება.
5
. ტესტირებაზე
გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების
ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე
გამოუცხადებლობა ობიექტური
მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
6
. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია მიმდინარეობს ერთი საათის განმავლობაში
.
7
. საგამოცდო
ცენტრი უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების განთავსებას სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში, რომლებიც საჭიროებენ სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს (ფუნქციონალური დარღვევების მქონე პირები, გადამდები ინფექციური დაავადებების მქონე პირები და სხვა პირები).
8
. აბიტურიენტმა ცნობა რაიმე ინფექციური დაავადების შესახებ ცენტრში ან საგამოცდო ცენტრში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ტესტირების
დაწყებამდ