1. საგამოცდო ცენტრში გამოცდების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებს დამკვირვებელი.

2. დამკვირვებელთა რაოდენობის განსაზღვრა, მათი დანიშვნა და საგამოცდო ცენტრში განაწილება ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით.

3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ფიზიკური პირი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე გააკეთა განაცხადი დამკვირვებლად რეგისტრაციის მოთხოვნით და ცენტრის მიერ მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი.

4. თუ დამკვირვებლობის მსურველთა განაცხადების რაოდენობა აჭარბებს საგამოცდო ცენტრში/ცენტრებში ცენტრის მიერ დადგენილ რაოდენობას, დამკვირვებელთა შერჩევა ხდება წილისყრით.

თავი IV. ტესტირე