1. სასწავლო წლის დასაწყისში მომდევნო სასწავლო წლისა
თვის საგანმანათლებლო დაწესებულება აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას საგანმანათლებლო პროგრამაზე.

2. აბიტურიენტთა მიღების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულება აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის 15
ოქტომბრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში
(შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა).

3.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არა
უგვიანეს შესაბამისი წლის 25 ოქტომბრისა, დამოწმებულ ანკეტას აგზავნის ცენტრში.

4.
ანკეტის ფორმა მტკიცდება ცენტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე არა უგვიანეს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წლის წინა წლის პირველი სექტემბრისა.

5
. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ანკეტაში მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა) სამართლებრივი ფორმა და სრული დასახელება;

ბ) საფოსტო მისამართი;

გ) ტელეფონი (ფაქსი, ელ. ფოსტის მისამართი);

დ) ხელმძღვანელი პირების ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ე) საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიურ პროგრამებზე, პროფესიულ პროგრამაზე
და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;

ვ) მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება;

ზ
) ინფორმაცია იმის თაობაზე აკრედიტებულია თუ არა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამა;

თ
) გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდის თითოეული საგნისთვის ამ დებულების მე-7 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გაზრდის თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით;

ი
) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული საგანმანათლებლო პროგრამისთვის, მათ შორის
, საგანმანათლებლო
პროგრამის
მთელი
ხანგრძლივობის
პერიოდში
მასში
შესაძლო
ცვლილებების
შეტანის
პირობები
;

კ
) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული არჩევითი საგანი/საგნები საგანმანათლებლო პროგრამების
მიხედვით;

ლ
) საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ცალკეული საგამოცდო საგნებისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, საგნების პრიორიტეტი;

მ
) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

ნ
) აბიტურიენტებისთვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;

ო
) ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

6. საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე შესაბამის წელს ვერ მიიღებს აბიტურიენტებს, თუ ამ მუხლის მე
-2
პუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას.

7. ანკეტების საფუძველზე ცენტრში ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა კომპიუტერული დამუშავება და მონაცემთა ბაზების ფორმირება.

8. ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის
საგანმანათლებლო დაწესებულებები და
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღებ