1.
ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ამ დებულებით დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირს, რომელსაც აქვს საქართველოში გაცემული ან მასთან გათანაბრებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და სწავლის გაგრძელებას აპირებს საგანმანათლებლო პროგრამით
.

2.
ერთიან ეროვნულ გამოცდებში
მონაწილეობას ვერ მიიღებს, მათ შორის
, ცენტრის მიერ რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული არ იქნება
ის აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – ატესტატს.

3. ამ მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული აბიტურიენტების თაობაზე ცენტრი ეყრდნობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაცია