1. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, აუცილებელია ამ მუხლის მე
-2 პუნქტით გათვალისწინებული
სავალდებულო საგნების გამოცდების ჩაბარება და ამ მუხლის მე-4
პუნქტით გათვალისწინებული ერთ -ერთი არჩევითი გამოცდის ჩაბარება.
2. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულო საგნებია:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა;
ბ) ზოგადი უნარები;
გ) ერთი ან რამდენიმე შემდეგ უცხოურ
ენათაგან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევით აკადემიური პროგრამის შესაბამისად:
გ.ა) ინგლისური ენა;
გ.ბ) გერმანული ენა;
გ.გ) ფრანგული ენა;
გ.დ) რუსული ენა.
3. ორი ან მეტი უცხოური
ენის არჩევის შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ორი ან მეტი უცხოური
ენიდან ჩააბაროს ერთ-ერთი. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლელო დაწესებულება
შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის არ მიუთითებს კონკრეტულ უცხოურ
ენას, აბიტურიენტი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უცხოური
ენებიდან ჩააბაროს ერთ-ერთი.
4. აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ
აკადემიური პროგრამის შესაბამისად უნდა დააწესოს გამოცდა შემდეგი არჩევითი საგნებიდან:
ა) ლიტერატურა;
ბ) მათემატიკა;
გ) ისტორია;
დ) გეოგრაფია;
ე) ქიმია;
ვ) ფიზიკა;
ზ) ბიოლოგია.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია კონკრეტული აკადემიური
პროგრამის აბიტურიენტთათვის ამ მუხლის
მე-4 პუნქტში აღნიშნული საგნებიდან აირჩიოს რამდენიმე არჩევითი საგნის გამოცდა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს ერთ-ერთი, საკუთარი არჩევით
.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ აკადემიური
პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ადგენს თითოეულ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტების მინიმალურ კვოტას.
7. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აკადემიურ პროგრამაზე მისაღები კონტინგენტის ფარგლებში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ერთ-ერთ არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებისათვის დადგენილი კვოტა არ შეივსო, მაშინ:
ა) ორი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება მეორე არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით;
ბ) ორზე მეტი არჩევითი საგნის გამოცდის არჩევის შემთხვევაში, კვოტა შეივსება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წინასწარ განსაზღვრული კვოტების შესაბამისად (პროპორციულად), სხვა არჩევით საგანში გამოცდაგავლილი აბიტურიენტებით. იმ შემთხვევაში, თუ
პროპორციულად გადანაწილება შეუძლებელია, მაშინ გადანაწილების შემდეგ დარჩენილი ადგილი/ადგილები შეივსება ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ყოველი არჩევითი საგნის ჩამონათვალის შესაბამისად.
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის, გარდა საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისა, სავალდებულოა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
9
. პროფესიულ პროგრამაზე
ჩარიცხვის მიზნით ხდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების გათვალისწინებ