ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა
) დამკვირვებელი – საზოგადოების წარმომადგენელი, რომელსაც ამ დებულებით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – გამოცდების ეროვნულმა
ცენტრმა (შემდგომში – ცენტრი)
მიანიჭა დამკვირვებლის სტატუსი;
ბ
) დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემა – ცენტრის მიერ დადგენილი კოდირების სისტემა;
გ
) ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამა – ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად შედგენილი პროგრამა, რომლის საფუძველზეც იქმნება ტესტი;
დ
) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება –
საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამას;
ე
) კონკრეტული ქულა – ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მიღებული სკალირებული ქულის კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე
ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეული საგნისთვის დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად მიღებული ქულა;
ვ
) მაქსიმალური ქულა – ცენტრის მიერ თითოეული საგნის
ტესტისთვის
მინიჭებული უმაღლესი ქულა;
ზ
) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი –
თითოეული საგნის ტესტში
დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად;
თ
) რესურსცენტრი –
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
ი) საგანმანათლებლო პროგრამა –
ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – აკადემიური პროგრამა) ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა
, აგრეთვე
პროფესიული განათლების
IV ან V საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა (შემდგომში – პროფესიული პროგრამა);
კ
) საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი –
აბიტურიენტის/პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი პირის (შემდგომში – აბიტურიენტი)
მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული ის
საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულებები და
საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები
, რომელზეც/რომლებზეც
მას სურს სწავლის გაგრძელება;
ლ
) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი –
ცენტრის მიერ გაცემული მოწმობა, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;
მ
) საგამოცდო სექტორი –
საგამოცდო ცენტრის დანაყოფი, სადაც აბიტურიენტები განთავსდებიან გამოცდების მიმდინარეობისას;
ნ
) საგამოცდო ცენტრი –
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრის მიერ სპეციალურად მოწყობილი, შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი განცალკევებული შენობა ან მისი ნაწილი;
ო
) საკონკურსო ქულა –
ამ დებულებით დადგენილი წესით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებულ კონკრეტულ ქულათა ჯამი, რომლის საფუძველზეც ცენტრის მიერ დგება კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტი;
პ
) საპრეტენზიო კომისია –
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების
შედეგებთან დაკავშირებით, საპრეტენზიო საბჭოსთვის დასკვნის მომზადების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნების მიხედვით ცენტრში შექმნილი დროებითი ორგანო;
ჟ
) საპრეტენზიო საბჭო – ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტირების პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიების ან
შედეგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით შექმნილი დროებითი ორგანო;
რ) სკალირებული ქულა – აბიტურიენტის მიერ თითოეული საგნის ტესტში მიღებული ქულა, ტესტის ფსიქომეტრული პარამეტრების მიხედვით განთავსებული ერთ საერთო სტანდარტულ სკალაზე;
ს
) ტესტი –
საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ შედგენილი ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი;
ტ
) ტექნიკური კონტროლი –
საგამოცდო პროცესზე დაკვირვების მეთოდი ვიდეო-აღჭურვილობის მეშვეობით;
უ
) შეფასების ზოგადი კრიტერიუმი – საგამოცდო საგნების მიხედვით, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამის შესაბამისად, ცენტრის მიერ აბიტურიენტებისთვის და ტესტისთვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნები, რომლის საფუძველზეც იქმნება შეფასების სქემა;
ფ
) შეფასების სქემა – ამ დებულებით დადგენილი წესით საგამოცდო საგნების მიხედვით, ცენტრის მიერ, ერთიანი ეროვნული საგამოცდო პროგრამისა და შეფასების ზოგადი კრიტერიუმების შესაბამისად, გამსწორებლისთვის და საპრეტენზიო კომისიისთვის შედგენილი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაცია