1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება წერილობით, ტესტირების გზით
.
2. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცხო ენის გამოცდაში შეადგენს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ს, ხოლო ყველა სხვა საგანში – თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25 %-ს.
3. აბიტურიენტის აკადემიურ და პროფესიულ
პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით
გაზარდოს ამ მუხლის მეორე
პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებას არა აქვს უფლება, ერთიანი ეროვნული გამოცდის ცალკეული საგნისთვის დააწესოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულზე ნაკლები მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. აბიტურიენტს ამ მუხლით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით საგნისთვის განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის შესაბამის ქულაზე მეტ ქულათა ოდენობას.
6. აბიტურიენტი რანჟირების დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება, თუ ის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ყველა იმ საგანში, რომელიც სავალდებულოა შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკადემიური პროგრამის მიხედვით ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნებს ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 12-ის ტოლია.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისთვის ორ ან რამდენიმე არჩევით საგანში გამოცდის დაწესების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ არჩევით საგანში გამოცდებისთვის ადგენს ერთ საერთო კოეფიციენტ