1. საერთო სამაგისტრო გამოცდა ტარდება წერილობით, ტესტის მეშვეობით.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისგან:
ა) წაკითხულის გააზრება;
ბ) ანალიტიკური წერა;
გ) ლოგიკური მსჯელობა;
დ) რაოდენობრივი მსჯელობა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტის ნაწილებისთვის, გარდა რაოდენობრივი მსჯელობისა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 30%-ს. რაოდენობრივი მსჯელობის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს ამ ნაწილისათვის განსაზღვრული მაქსიმალური შეფასების 25%-ს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია გაზარდოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
5. მაგისტრანტობის კანდიდატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს, რომ მაგისტრანტობის კანდიდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს მის მიერ განსაზვრულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლებას, თუ ის საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხივე ნაწილში გადალახავს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვრებს.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დაადგინოს ტესტის ის ნაწილი/ნაწილები, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა აუცილებლად უნდა გადალახოს ამ მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაში/გამოცდებში.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს გამოცდა შესაბამის სპეციალობაში.
9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო გამოცდასთან ერთად უფლებამოსილია კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დააწესოს დამატებითი გამოცდა/გამოცდები სხვა საგანში/საგნებში.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შინაარსს, ჩატარების ფორმასა და მინიმალური
კომპეტენციის ზღვარს.
11. საერთო სამაგისტრო გამოცდისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების საფუძველზე მაგისტრანტობის კანდიდატი ირიცხება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 27.02.2026
მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება
თავი II — სამაგისტრო გამოცდა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 30%
- განაკვეთი 25%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმა და შეფასება. ერთიანი ეროვნული გამოცდების კოეფიციენტები
- მუხლი 53. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები
- მუხლი 8915. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზანი
- მუხლი 4. სამაგისტრო გამოცდა და მისი სამართლებრივი შედეგები
- მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები
- მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
- მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური
- მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი
- მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
- მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია
- მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 5, №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368/muxli-5/