1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სამაგისტრო გამოცდას ანიჭებს კოეფიციენტებს, რომელთა ჯამი 100-ის ტოლია.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების ან არმინიჭების თაობაზე.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს მიანიჭოს კოეფიციენტები.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:
ა) სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ნაწილდება საერთო სამაგისტრო გამოცდასა და მის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე;
ბ) საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტები უნდა გადანაწილდეს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილზე;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეულ ნაწილს მიანიჭოს კოეფიციენტი – არანაკლებ 5-ისა;
დ) განსაზღვროს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის მინიჭებული კოეფიციენტების საერთო ჯამი, რომელიც არანაკლებ 35-ისა
და არა უმეტეს 65-ის ტოლია.
5. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამაგისტრო გამოცდისთვის მინიჭებული კოეფიციენტების ჯამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ენიჭება მის მიერ განსაზღვრულ გამოცდას/გამოცდებს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე გასვლის უფლება აქვს იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთო სამაგისტრო გამოცდა